ხაბუმე

სოფ. ხაბუმე მდებარეობს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 220 მეტრ სიმაღლეზე. რელიეფურად მრავალფეროვანია, ტერიტორიის 80% მდინარე ხობისწყლისა და ოჩხომურის უძველეს ტერასებზე მდებარეობს  და მოსწორებული ვაკე რელიეფით ხასიათდება სოფლის აღმოსავლეთ ნაწილი გორაკ-ბორცვიანი  ნოტიო სუბტროპიკულია. მინიმალური ტემპეტარურა -2 -3;  იშვიათად -8. მაქსიმალური  +35 იშვიათად  +40 .ნალექები ძირითადად მოდის წვიმის სახით ზამთარში იშვიათია დიდთოვლობა, ნალექების რაოდენობა აღწევს 1700-1800მმ   წლის განმავლობაში. ნიადაგები მრავალფეროვანია, ხობისწყლისა და ოჩხომურის სანაპიროზე ალუვიური ნიადაგებია დამახასიათებელი, აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად მჟავე რეაქციის ყვითელ და წითელ მიწებია. ალოვიური ნიადაგები გამოყენებული მარცვლოვანი კულტურებისთვის ხოლო წითელ და ყვითელ მიწები ჩაის ,კივის, ტუნგოს და სხვა კულტირებისათვის. სოფელს 12 კმ-ს მანძილზე შუაზე ყოფს მთის ანკარა მდინარე ხობისწყალი, თამამად შეიძლება ითქვას რომ მდ. ხობისწყალს სისუთავით ვერცერთი მდინარე ვერ შეედრება, ხაბუმის საჯარო სკოლიდან მდინარემდე 300 მეტრია, სოფლიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ლუგელას ხეობა რომელიც გამოიყენება ტურისტული თვალსაზრისით.

ხაბუმე საქართველოში ცნობილი სოფელია ისტორიული წყაროებში. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იხსენიება. ტოპონომიკაში ხაბუმე ახსნილია, როგორც ხაბოიანი, ქვაღორღიანი ადგილი, მას ძველ წყაროებში “სამანჩოს ეძახდნენ’   ოდიშის სამთავროში ერთ-ერთ მსხვილ საფეოდალოს წარმოადგენდა, ასეთის სახელი  მას ეწოდა მისი ძველი მფლობელის მანუჩარ ბატონიშვლის მიხედვით. მისი პირველი მფლობელი იყო გრიგოლ დადიანის ძმა კაცია მეორეს ძე, მესამე მანუჩარი და კუთხის სახელწოდებაც მისგანაა მიღებული, მისი შთამომავლობა მოიდანახელი  და ხაბუმელი ბატონიშვილ დადიანის ძეები იყვნენ ორივე ადგილას ქონდათ სასახლე და კარის ეკლესია, მიდანახეს ეკლესია დღესაც დგას სახურავ მორღვეული. იგი სადა ლამაზი ბაზილიკის ტიპის ერთ ნავიანი ნაგებობაა. ხაბუმეს საზაფხულო სასახლე მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული  და იგი სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის უმცროს ძმას კონსტანტინეს ეკუთვნოდა. სოფელში დღესაც არის შემორჩენილი ერთ-ერთი დადიანის სახლი, რომელიც ჩვენის აზრით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლშია შესატანი. ხაბუმელი დადიანების უკანასკნელი შთამომავალი წიწა დადიანი ხშირად დადიოდა ბაქოში სადაც თავის საწარმოები ჰქონდა ჩამოჰქონდა წიწას ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ნივთები საზღვარგარეთიდან შეუძენია ხეხილის უნიკალური ჯიშები რომლებიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებმდე ამშვენებდა დადიანისეულ ბაღ-ვენახებს დღესაც შემორჩენილია საფრანგეთიდან ჩამოტანილი მაგნოლიის და ერთი ძირი ნიგვზის ხე. ბაქოდან მომავალი წიწა გზაზე ყაჩაღებს მოუკლავთ, ხოლო ერთი ძმა ილია, რომელსაც ცოლ-შვილი  არ ჰყოლია ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ თვისი სამსართულიანი სახლი სკოლად გადაუკეთებია. გარკვეული ხნის მანძილზე ილია ემალებოდა კომუნისტებს, მაგრამ მათ იდეოლოგიასთნ დაპირისპირება არ გამოუჩენია რის გამოც ნება დართეს ემუშავა თავის სახლში სადაც სკოლა იყო განთავსებული მასწავლებლად. ჟამთა სვლამ შემოგვინახა რამოდენიმე დადიანისეული სახლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფრაგმენტები, რომლის ფოტო-მასალასაც გთავაზობთ

ექწ ქწე ქწექ წქე