შურუბუმუ

შურუბუმუ

442 შურუბუმუს გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  კირქვულ  მასებში, გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა, მითოსის იდუმალებით, ბურუსით მოცული.  დაახლოებით თარგმანი „სულგანაბული“ იქნება. ათასწლოვანი ბზის კორომი, ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს  მნახველს მღვიმის შესასვლელისკენ. აქ კი უკვე სტალაქტიდები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა თუ სად იწყებოდა შურუბუმუს გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი 2006 წელს მიგარიის მასივში საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციიც მონაწილე ფრანგებმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ  უფსკრულ„ ხავერდოვანაში“ მიმავალი პატარა მდინარე, მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს შურუბუმუს იმ ადგილას გამოვიდა რომელსაც ოდითგანვე „ დეიძახი“ ანუ „დევის ძახილი“ ერქვა, ამით ფაქტობრივად დამტკიცდა,  მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრული ხავერდოვანას უშუალო კავშირი შურუბუმუსთან. ასევე უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა ტბების არსებობა , რომელთა განმუხტვის წერტილი შურუბუმუს მიწისქვეშა მდინარეა. მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარეს არნახულ ადიდებას იწვევს რომელსაც წინ უძღვის შიგა სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი , ეს მაუწყებელია იმისა რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას ვიდრე საკუთარ თავზე გამოცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის „საამო ალერსი“ . ცხადია რომ გამოქვაბულს დიდი პერსპექტივები აქვს მთავარია დადგინდეს შეიძლება თუ არა მიწის ქვეშ ათობით კილომეტრის გავლა რომელიც 2 გამოქვაბულ აკავშირებს. ეგრისის ქედის ამ მარგალიტს მეჯოგენი მუდამ  ეკრძალებოდნენ,  ლეგენდის მიხედვით თუ ვინმე ტბაში დაიბანდა ხელს ან სხვაგვარად ეცდებოდა მისი მყუდროების დარღვევას  საშინელი სასჯელი დაატყდებოდა თავს , ღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და გამაყრუებელი ჭექა-ქუხილით აიძულებდნენ მომხდურს გასცლოდა იქაურობას, ამიტომაც იტყოდნენ „ვაშინერს“ (ტაბუ მიახლოებით არ ეგების)ტბის ხელყოფაო, ეს ტაბუ იცავდა და იცავს დაკბილულ ქედებს შრის მოქცეულ ვერცხლის ტბას რომელიც უდაოდ სრულყოფილების და მშვენიერების განსაცდელად შეუქმნია მამაზეციერს .

Leave a comment